20-დან 16-მდე შემცირებული სეანსების რაოდენობა - მთავრობამ შშმ მოზარდებისთვის განკუთვნილი პროგრამა შეცვალა
მთავრობამ შშმ მოზარდებისთვის განკუთვნილი პროგრამა შეცვალა - ბავშვებისთვის საჭირო სეანსების რაოდენობა თვეში 20-დან 16-მდე შემცირდა და 12 თვეზე გადანაწილდა.
მშობლებს უჩნდებათ ეჭვები, რომ მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, რადგან თუნდაც ერთი თერაპიის გაცდენის შემთხვევაში, მათ ანაზღაურების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
შშმ ბავშვების მშობლები "პირველებს" უყვებიან, რომ 300-მდე დედამ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადი შეიტანა, რომლითაც ძველი მოდელის დაბრუნებას ითხოვენ, რადგან გაცდენილი სეანსის აღდგენის შეუძლებლობის გამო, მოზარდებს რიგ შემთხვევაში გადაუდებელ ოპერაციებსაც კი ვერ უკეთებენ.
ამ გრაფიკის მიხედვით თერაპიები გადანაწილდა მთელი წლის ყველა თვეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თერაპიების რაოდენობა შემცირდა ერთი თვის ჭრილში. თუ იყო 20 წინა წელს, ამ წელს გახდა 16. მდგრადი შედეგის მიღწევა, რომელსაც თერაპიამდე მიაღწევინებდა ბავშვს, შეუძლებელი ხდება. აღდგენების თემა დგება. მთელი წელიწადის ყველა თვე არის დაკავებული და უკვე ფანჯარა არ ჩნდება იმისთვის, რომ თუ ბავშვს დასჭირდა ოპერაციის ჩატარება, ან ავადობა აქვს, აღდგენა მოხდეს. მშობელი რჩება არჩევანის წინაშე, რომ ან თერაპიები ჩაუტაროს ბავშვს, ან ქალაქიდან წაიყვანოს", - ამბობს მშობელი.