რას ყვება ჩვენებაში კაცი, რომელმაც 22 წლის გოგო დანის 59 დარტმით მოკლა - "მელაძის შაბათის" ანონსი

02.03.24 15:59
რას ყვება ჩვენებაში კაცი, რომელმაც 22 წლის გოგო დანის 59 დარტმით მოკლა - "მელაძის შაბათის" ანონსი

 

 

 

კაცი, რომელმაც 22 წლის გოგო წამებით მოკლა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. დღეს, საღამოს 8 საათზე "მელაძის შაბათში" მოისმენთ და ნახავთ, რას ყვება ჩვენებაში კაცი, რომელმაც ახალგაზრდა გოგო დანის 59 დარტმით მოკლა. 

კაცი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება, მკვლელი ნარკოტიკის მოხმარებამ ჯერ ფსიქიატრიულამდე მიიყვანა, შემდეგ კი მკვლელად აქცია.

დანის პირი არის აღმოჩენილი თავში, არცერთი ორგანო პრაქტიკულად მთელი არ ჰქონდა... დაკავებულმა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მოხმარებული ჰქონდა რამდენიმე ნარკოტიკული საშუალება - ამბობს საქმის პროკურორი.

დღეს "შაბათის ეთერში" ასევე ნახავთ პირველ ინტერვიუს მოკლული გოგოს ძმასთან, რომელსაც დილით საკუთარი და ხევში დაჩეხილი დახვდა.

რა შედეგამდე მივყვავართ მკვლელ ნარკოტიკს - ნახეთ დღეს, 8 საათზე "ნოდარ მელაძის შაბათში".

მსგავსი სიახლეები