ენმ-ის წევრები აჭარაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ

02.03.24 16:09
ენმ-ის წევრები აჭარაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები აჭარაში, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ.

პარტიამ 5-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს.

ურთულესი და საგანგაშო მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში, სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა ასობით ოჯახი, დაზიანებულია გზები, ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, დღემდე მოსახლეობის ნაწილი ცხოვრობს სტიქიის ზონებში, არ გააჩნიათ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, ბინის ქირისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300 ლარიანი დახმარება არასაკმარისია და ბინის შესაძენად ბიუჯეტიდან ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი თანხები.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული იქნა 5-პუნქტიანი გეგმა სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად:

- 100 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გაცემა, ან
- ბინების მშენებლობა ბათუმში
- არანაკლებ 500-1000 ლარი ბინის ქირა და დაუყოვნებლივ განსახლება სტიქიის ზონიდან
- საბავშვო ბაღითა და სკოლით უზრუნველყოფა
- ეკომიგრანტების გადამზადებისა და დასაქმების პროგრამის ამუშავება.“ - განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.

 

მსგავსი სიახლეები