თერჯოლაში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა საზანოში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებია მობილიზებული - მდინარე, ძუსაში სამი ახალგაზრდა დაიხრჩო, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, ერთი წყლიდან ცოცხალი ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
"პირველებისთვის" მიწოდებული ინფოპრმაციის თანახმად, რამდენიმე წუთის წინ, მდინარეში ახალგაზრდა კაცი გადავარდა, მის დასახმარებლად წყალში კიდევ რამდენიმე ადამიანი გადახტა, ახალგაზრდების ჯგუფი დინებამ წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ახალგაზრდა კაცმა დარეკა, რომელიც ხმელეთზე დარჩა და დახმარება ითხოვა.