"აბსურდის თეატრი გრძელდება" - საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი იწყება

02.07.21 15:19
"აბსურდის თეატრი გრძელდება" - საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი იწყება

საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პოლიტიკური საქმის განხილვა იწყება. გიგი უგულავა, რომელიც ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ცემაშია ბრალდებული, დღეს სავარაუდოდ,  მომჩივანს პირისპირ შეხვდება. 

უგულავა დარწმუნებულია, რომ საქმე აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულების გამოყენებას ისევ  პოლიტიკური ანგარიშწორებისა და შანტაჟის  მიზნით განაგრძობს.

ეს აბსურდის თეატრი, რომელსაც რატომღაც სასამართლო ჰქვია, გრძელდება. მე არ ვიცი, მალავენ მზეთუნახავივით ბადრი-საბა გავაშელიშვილს. წინაზე სკაიპით უნდოდათ დაეკითხათ და რაღაც ბუჩქებიდან ჩართეს.  ახლა წინასწარ არ გვეუბნებიან, ამბობენ, რომ ვიღაც ექსპერტებს მოვიყვანთო. რისი ექსპერტები მოჰყავთ, ისიც არ ვიცით. მოკლედ, ეს სიგიჟე გრძელდება და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ამ ქვეყანაში სანამ ივანიშვილი მართავს სადღაც აბასთუმნის ტყეებიდან, რაიმე შეიცვლება სასამართლოში, - განაცხადა უგულავამ. 

საქალაქო სასამართლოში ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ჯერჯერობით არ გამოჩენილა.