კაცი, რომელმაც 22 წლის გოგო წამებით მოკლა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო - ინტერვიუ პროკურორთან

02.03.24 20:51
კაცი, რომელმაც 22 წლის გოგო წამებით მოკლა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო - ინტერვიუ პროკურორთან

სასტიკი მკვლელობა ლილოს დასახლებაში - 59 ჭრილობა მთელს სხეულზე, თავში  ჩარჩენილი დანის პირი  და ყველა ორგანო დაზიანებული - ასეთი მისტიკით ჩადენილ მკვლელობას საქმის პროკურორი ვერ იხსენებს.

“ შაბათის  ეთერთან" ინტერვიუში სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ ყველაზე მეტი ჭრილობა ქეთი ზურგზე ჰქონდა მიყენებული, ამიტომ გამოძიება  ვარაუდობს, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ოთარ ცინდელიანი უკვე მოკლული ქალის დანაწევრებას ცდილობდა.

"ბრალდებული არ უარყოფს რომ არის ნარკომომხმარებელი. განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს რამდენჯერმე, რამდენიმე ფსიქოტროპული საშუალება მოხმარებული ჰქონდა. მისი ინფორმაციით, ამფეტამინსაც მიხმარდა"- აცხადებს პროკურორი. 

ერთ-ერთი ვერსიით, ოთარ ცინდელიანმა 22 წლის ქალის სწორედ ნარკოტიკებისთვის საჭირო ფულის გამოძალვის  გამო მოკლა, გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა მას ნარკოტიკის საყიდლად თანხა არ მისცა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები