ტრაგედია თერჯოლაში - სოფელ ზედა საზანოს მდინარეში გვიან ღამით 4 ადამიანი დაიხრჩო
ტრაგედია თერჯოლაში - სოფელ ზედა საზანოს მდინარეში გვიან ღამით 4 ადამიანი დაიხრჩო. გარდაცვლილებს შორის სოფლის მკვიდრი მამა შვილი და ასევე, ორი სტუმარი გოგოა. არსებული ინფორმაციით, მასპინძელმა სტუმრები სამწვერას ჩანჩქერზე აიყვანა, შემდეგ კი ერთ-ერთ მამაკაცს ფეხი აუცურდა წყალში ჩავვარდა. მისი გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა წყლის დინებამ ყველა მათგანი გაიტაცა. მაშველებმა 5 ადამიანიდან მხოლოდ 1-ის გადარჩენა შეძლეს.
გადარჩენილი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.
სურათების გადასაღებად იყვნენ, დაუცდა ფეხი, გადავვარდა წყალში, მიეშველა მეორე და დაიღუპა. ალბათ გული გაუსკდა, როგორც ამბობენ. ამათ მეორეც მიჰყვა და ერთი ფეხზე იდგა შვილი, ამ ოჯახის პატრონი. დანარჩენები დაიღუპნენ, - ყვება ადგილობრივი.
სამწვერას ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.