ტრეფიკინგის საქმე - ვინ არის კაცი, რომელიც მოქალაქეს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

02.07.21 15:22
ტრეფიკინგის საქმე - ვინ არის კაცი, რომელიც მოქალაქეს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

პირველებმა ტრეფიკინგის საქმეზე ახალი დეტალები გაარკვია. დაკავებულია 37 წლის გელა ჩალაძე, რომელიც ტერორისა და დაშინების გზით 45 წლამდე მამაკაცს ,,მეტრო მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნას აიძულებდა. 

პირველების ინფორმაციით,  გელა ჩალაძე 2006 წლამდე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) თანამშრომელი იყო.

თუ რეკეტიორის მსხვერპლი დღის ბოლოს 20 ლარს ანგარიშზე არ ჩაურიცხავდა, აგინებდა და ემუქრებოდა. მოძალადე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 

გამოძიების ინფორმაციით, ჩალაძე 45 წლის მამაკაცს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, დამცირებითა და ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა, თბილისის სხვადასხვა ქუჩაში მოწყალება ეთხოვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.