თბილისში დაგეგმილი რუსული კონფერენცია გაუქმდა - "აქსის თაუერსის" განმარტება
თბილისში დაგეგმილი რუსული კონფერენცია გაუქმდა. ხელოვნური ინტელექტის შესახებ ღონისძიება სატუმრო "პულმაში" 6 და 7 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა "აქსის თაუერსის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, შეკრება აღარ გაიმართება.
ჩვენი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს "პულმას" ერთგულებასა და ურყევ მხარადჭერას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ღირებულებების პრინციპებისადმი, - ნათქვამია სასტურმოს ადმინისტრაციის განცხადებაში.
სასტუმროს მენეჯმენტი ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც შეისწავლეს, რომ წლების განმავლობაში "ოუფენ თოქსი" რუსეთში ტარდებოდა და ღონისძიებების სპონსორებს შორის სანქცირებული კომპანებიც იყვნენ.