საქართველოს დროშას პუტინის პროპაგანდისტულ ფესტივალზე აფრიალებენ

03.03.24 12:00
საქართველოს დროშას პუტინის პროპაგანდისტულ ფესტივალზე აფრიალებენ

საქართველოს დროშას პუტინის პროპაგანდისტულ ფესტივალზე აფრიალებენ. სოჭში მიმდინარე ღოსნიძიებაზე პუტინის პოლიტიკის მომხრეები 40 კაციანი შემადგენლობით ჩავიდნენ. 

მედიაში გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ ქართველები ეროვნულ სიმბოლიკას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დროშების გვერდით აფრიალებენ და ეს მათ დისკომფროტს არ უქმნის. 

სოჭში ახალგაზრდული ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ოკუპანტი ქვეყნის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილე ქართელები კი სოჭში ჩასვლით სიხარულს ვერ მალავენ.

ისე დაგვხვდნენ, როგორც რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი, რაც ძალიან სასიამოვნოა. გულწრფელად გითხრათ, ენდორფინი გამოიყოფა დიდი რაოდენობით, როდესაც ვხედავთ და ვუკავშირდებით ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ყველა იღიმება, ყველას სურს, ისაუბროს თავის ქვეყანაზე, - ამბობს ქართული დელეგაციის წევრი. 

მსგავსი სიახლეები