ქალაქ ქუთაისში კომპანია „ავერსი“ განახლებულ აფთიაქს ხსნის

03.03.24 13:28
ქალაქ ქუთაისში კომპანია „ავერსი“ განახლებულ აფთიაქს ხსნის

3 მარტს ქ. ქუთაისში, მარი ბროსეს 1-ელ ნომერში, „ავერსის“ კიდევ ერთი განახლებული აფთიაქი იხსნება.

„ავერსის“ განვითარება 1994 წლის 14 ნოემბერს ერთი პატარა აფთიაქით დაიწყო. დღეს კომპანია საქართველოს მასშტაბით 335 აფთიაქს აერთიანებს: 146–ს თბილისში და 189–ს რეგიონებში.

განახლებულ აფთიაქში მომხმარებელს დახვდება ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები მედიკამენტების ფართო ასორტიმენტზე, მრავალი დასახელების სამკურნალო თუ დეკორატიულ კოსმეტიკაზე, ბავშვის კვებისა და მოვლის საშუალებებზე, სასიამოვნო გარემო და გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტთა გუნდი.

3 მარტს, გახსნის დღეს, აფთიაქში შემოსული მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდ MESAUDA-ს პროდუქციას.

გახსნაზე მოწვეული იქნებიან ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები.

„ავერსი“ განაგრძობს ქსელის განვითარებას, რათა საქართველოს ყველა მცხოვრებისთვის იყოს ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის სააფთიაქო მომსახურება.
„ავერსი“ გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

NS
 

მსგავსი სიახლეები