სოფელ ცხუნკურის გამგებელმა წყლის ავზი უცნობ ადგილას წაიღო - სოფელი წყლის გარეშეა დარჩენილი
სოფელ ცხუნკურის გამგებელმა მოსახლეობა წყლის გარეშე დატოვა. იძებნება რეზერვუარი, რომელიც ათობით ოჯახს სასმელი და საწრყავი წყლით ამარაგებდა. ხალხი დახმარებას ითხოვს. ცხუნკურელები ამტკიცებენ, რომ მერაბ სულაბერიძემ ავზი მოხსნა და გაურკვეველი დროით უცნობ ადგილზე წაიღო.
სოფელში წყალგაყვანილობის სისტემა მწყობრიდან არის გამოსული, ამიტომ ერთადერთი ალტერნატივა რეზერვუარებია.
უწყლობას რომ განვიცდიდით, მოგვიტანეს სისტემა, რომელიც გამოგვადგებოდა. ყოველ წელიწადს ველოდებოდით, რომ ან მატორი მოეცათ ან დაემატებინათ შლანგები, მაგრამ არ იქნა, არ დაადგა საშველი.ამ ახმარებას ველოდით და ამასობაში, ერთ დღეს გზასი შემოგვხვდა გამგებელი, შეუდგამს ავზი ტრალერზე და მიდიოდა, წაიღო ეს სისტემა, - ამბობს ადგილობრივი.
ათობით ოჯახს კითხვები აქვს, გამგებელი კი ირწმუნება, რომ წყალი იქნება, თუმაც როდის ან რა ფორმით - უცნობია.
წყალი ყველა ოჯახს აქვს, აგერ გავქვს ახალი ხაზი და წყაროებზე დამოკიებული მოსახლეობა ჩაერთვება ცენტრალურ სისტემას. აბსოლუტურად ყველა ოჯახთან მაქვს ურთიერთობა, - ამბობს გამგებელი.