"მინდა, ვიცოცხლო" - ონკოპაციენტები პარლამენტთან აქციას მართავენ

03.03.24 15:09
"მინდა, ვიცოცხლო" - ონკოპაციენტები პარლამენტთან აქციას მართავენ

ონკოპაციენტები ქუჩაში გამოვიდნენ. მძიმე სენით დაავადებულები აქციას ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან მართავენ. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა მკურნალობის დაფინანსება და 25 ათას ლარიანი ლიმიტის მოხსნაა. უფულობის გამო პაციენტებს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცედურების შეწყვეტა შუა გზაზე უწევთ. რამდენიმე კვირაა, დეფიციტია წამლებზეც.

ჩვენ დანებების უფლება არ გავქვს, იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ათი ათასობით ადამიანის ბედი ამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად მიირებენ ეს ადამიანები სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებს, სიცოცხლისთვის საჭირო დაფინანსებას, რომელიც აგვიანებს, მედიკამენტების დეფიციტია. ალბათ მოგვიწევს აქციების გაგრძელება სანამ პრემიერი არ მოგვაქცევს ყურადღებას, - ამბობს "კავშირი სიცოცხლისთვის" წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები