აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროში დარღვევები აღმოაჩინა
აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროში დარღვევები აღმოაჩინა. სახელმწიფო მაკონტროლებელი წერს, რომ აზარაშვილის მინისტრობის დროს ფინანსური ანგარიშების წარმოება გამართულად არ ხდებოდა.
ნაპოვნია არაერთი გადაცდომა. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ არ იცის, რა სახის მარაგებს ფლობს. არ ჩატარებულა არც ინვენტარიზაცია და არ გაფორმებულა არცერთი ურთიერთშედარების აქტი. აუდიტმა გაარკვია, რომ სამი კლინიკის წინააღმდეგ სასამართლო საქმე აღიძრა, მაგრამ ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ბუღალტრულ რეესტრში ინფორმაცია არ იძებნება.