მორიგი შეუსრულებელი დაპირება - საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს ჩავარდნა ემუქრება

03.03.24 16:12
მორიგი შეუსრულებელი დაპირება - საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს ჩავარდნა ემუქრება

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს ჩავარდნა ემუქრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომ ფასად არ იქნება. სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ვერ ასწრებს. არადა, ამის ვალდებულება "ქართულმა ოცნებამ' ჯერ კიდევ 2015 წელს აიღო.

ამ ეტაპზე ოპტიკურ-ბოჭკოვანის ქსელის კაბელის სიგრძე მხოლოდ 1700 კმ-ია ანუ სამუშაოების მხოლოდ 34%-ია შესრულებული. 

ოპოზიცია, ამ შემთხვევაშიც, სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს.

ეს არის კიდევ ერთი დასტური კორუფციისა და უუნარობისა, რაც მეფობს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მასობრივად ვუყურებთ ისეთი ტიპის პროექტებს, რომელიც ვერ სრულდება ვადაში, არ ხორციელება არავიტარი გამჭვირვალეობა და რომელსაც არაფერი კავშირი არ გააჩნია საზოგადოებრივ ინტერესთან და სტანდარტეთაბ, რომელსაც უნდა აკმყოფილებდეს ყველა პროცესი, - ამბობს გრიგოლ გეგელია.

მსგავსი სიახლეები