ხურვალეთთან ოკუპანტები გამოჩნდნენ - მოსახლეობა შეშინებულია
ხურვალეთთან ოკუპანტების მობილიზებაა. პუტინის ჯარებმა საგუშგაოების მომარაგება დაიწყეს. არსებობს ეჭვი, რომ ეს იარაღია. ადგილობრივებმა დააფიქსირეს სამხედრო მანქანის გადაადგილებაც. ინტერნეტში რამენიმე ფოტო გავრცელდა. კადრებში რუსულფორმიანები ჩანან.
მოსახლეობა შეშინებულია. არავინ იცის, რისთვის ემზადებიან ოკუპანტები.
სადღაც 12 საათისკენ გამოჩნდა დიდი სამხედრო მანქანა, რომელიც გაჩერდა ერთ-ერთ საგუშაგოსთან. გადმოვიდა 4 სამხედრო პირი, რაღაცეები ეჭირათ ხელში, მაგრამ ჩემი თვალთახედვით, ეს არ იყო იარაღი. ეს საინჟინრო ტექნოლოგიას უფრო ჰგავდა. ეს შეიტანს ამ თავიანთ ჯიხურში, გამოვიდნენ, გადახედეს, გადმოხედეს ჩვენსკენ აქეთ, ჩვენს ტერიტორიებს, რაღაც დაზვერეს. თითქმის 8 წელია აქ ვარ და მე კვირა დღეს და შაბათ დღეს ესენი არ მინახია აქ. არის ხოლმე კვირაშ 1 ან 2 დღე, როცა ესენი წვრთნებს გადიან და სოფელშ ისმის ავტომატების სროლის ხმა. ჩემი აზრით, უნდათ ალბათ დაბლა ჩამოვიდნენ და კიდევ მიიტაცონ ტერიტორიები, - ამბობს ადგილობრივი ლუდა სალია.
"ანტისაოკუპაციო მოძრაობა" განმარტებებს სუსიგან ითხოვს. დავით ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ოკუპანტები შემდგომი აგრესიისთვის ემზადებოდნენ.