საზოგადოება "აზოვსტალის" ქართველი მებრძოლის გადასარჩენად ერთიანდება
საზოგადოება "აზოვსტალის" ქართველი მებრძოლის გადასარჩენად ერთიანდება. სოციალურ ქსელში პეტიცია შეიქმნა. საქართველოს მოქალაქეები ინტერნეტით ხელმოწერებს აგროვებენ და მამუკა გაწერელიას გადარჩენას ითხოვენ.
ადრესატი საქართველოს მთავრობა და უკრაინის პრეზიდენტია. ხალხმა ვერ მოისმინა კონკრეტული გეგმა, რას აპირებს "ოცნების" ხელისუფლება საკუთარი მოქალაქის გამოსახსნელად.
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 22 წლის მამუკა გაწერელიას პუტინის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ახალგაზრდა კაცი ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა.