საბედისწერო ფოტოსესია ჩანჩქერთან - თერჯოლაში დატრიალებულ ტრაგედიას 3 მოზარდი და 1 მამაკაცი ემსხვერპლა
თერჯოლაში დატრიალებულ ტრაგედიას სამი არასწრულოვანი და ერთი მამაკაცი შეეწირა. სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაში მეგობრის მამამ წაიყვანა. დღის ბოლოს, როცა ბავშვები სამახსოვრო ფოტოს იღებდნენ, მოზარდებიდან ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მდინარემ გაიტაცა. კლასელის დასახმარებლად წყალლში ჩასულებიც დინებამ წაიღო. ხუთიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩა.
თერჯოლის ტრაგედიას გადარჩენილი არასწრულოვანი ახლაც კლინიკაშია. სოფელ საზანოში კი გლოვაა. ცხედრები პროზექტურიდან უკვე სახლებშია გადასვენებული.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.