ბრძოლა სიცოცხლის უფლებისთვის - ონკოპაციენტები დღეს ისევ ქუჩაში გავიდნენ

03.03.24 20:22
ბრძოლა სიცოცხლის უფლებისთვის - ონკოპაციენტები დღეს ისევ ქუჩაში გავიდნენ

 

 

დროში გაწელილი დაპირება და ბრძოლა სიცოცხლის უფლებისთვის - ონკოპაციენტებმა ამ დრომდე არ იციან, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი გააუქმოს ის ბრძანება, რომლითაც მძიმე სენით დაავადებულებს სამკურნალოდ წელიწადში 25 ათასი ლარი განუსაზღვრეს. ამ თანხით საქართველოში შეუუძლებელია ქიმიოთერაპიიის სრული კურსის ჩატარება და მედიკამენტების ყიდვა. ამიტომ უდიდესი გამოწვევის წინაშე მყოფ პაციენტებს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცედურების შეწყვეტა შუა გზაზე უწევთ. უფრო მეტიც, 21-ე საუკუნეში ონკოპაციენტი საქართველოშიი უწამლოდაა დარჩენილი. სახელმწიფომმ ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა ვერ მოახერხა.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაზის რეპორტაჟში.
 

მსგავსი სიახლეები