საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს ჩავარდნა ემუქრება - სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ვერ ასწრებს
ჩავარდნისთვის განწირული კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი. 2025 წელს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველა სოფელში და ყველა ქალაქში ხელმისაწვდომი ისევ არ იქნება. მიზეზი "ქართული ოცნების" დაუდევრობა და გულგრილობაა. არადა, ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევნების წინ დაპირდნენ ხალხს, რომ საქართველოს რეგიონებში, მინიმუმ, 15 მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტის ქსელს მოაწყობდნენ.
დაპირება დაპირებად დარჩა. აუდიტის დასკვნით ვიგებთ, რომ სახელმწიფო ინფრაქსტრუტურის მშენებლობას ვერ ასწრებს. ამ ეტაპზე ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის კაბელის სიგრძნე მხოლოდ ათას შვიდასი კილომეტრია - ანუ სამუშაოების მხოლოდ 34 პროცენტია შესრულებული.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.