სამტრედია-გრიგოლეთის ახლადაშენებული ხიდი, სავარაუდოდ, დასანგრევია - რა ოდენობის ზიანი მიადგა სახელმწიფოს?

04.03.24 12:02
სამტრედია-გრიგოლეთის ახლადაშენებული ხიდი, სავარაუდოდ, დასანგრევია - რა ოდენობის ზიანი მიადგა სახელმწიფოს?

სამტრედია-გრიგოლეთის ახლადაშენებული ხიდი, სავარაუდოდ, დასანგრევი იქნება. ამ დასკვნამდე კორუფციის მკვლევარები მივიდნენ. უკვე ერთი წელია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მალავს, რა ოდენობის ზიანი მიადგა სახელმწიფოს არასწორად აშენებული ხიდის გამო. ჯამში გზის ხიდის ამ მონაკვეტზე 700 მლნ. ლარზე მეტია დახარჯული, თუმცა გზის ნაწილი უვარგისია. 

ხიდის ჩანგრევიდან 1 წელი გავიდა, თუმცა ამ დრომე არ არის საჯარო დოკუმენტი, რომელსაც კორუფციის მკვლევარები მოითხოვენ. 

რამდენადაც ჩემი ცნობილია, ხიდის სხვა კონსტრუქვციულ ელემენტებსაც აქვს პრობლემა ანუ ეს შეიძლება იყოს სხვა ბურჯები თუ სხვა ელემენტები ანუ, ფაქტობრივად, ხიდი არის დასანგრევი და თავიდან ასაშენებელი. რამედნი მლნ ლარი დაჯდა ეს სამუშაოები, რომელიც თავიდან არის ჩასატარებელი? რომელი კომპანიის პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ ბოლოს ამ ხიდს აშენებდა კომპანია "ჯეო გრუპი", რომელიც კალაძემ წერეთლის გამზირზე სხვა კომპანიის მიერ გაფუჭებული საქმეების თითქოს გამოსასწორებლად შეიყვანა და დამატებით მლნ-ით ლარს იღებს ბიუჯეტიდან. ასევე საზედამხედველო სამუშაოები ფარნგული ბრედის ქვეშ მოქმედი, ფაქტობრივად, ქართული კომპანია, რომელიც ზედამხედველობდა ხიდის მშენებლობას, რომელიც დაინგრა, ასევე ზედამხედველობას, მაგალითად, რიკოთის ერთ-ერი მონაკვეთის მშენებლობას და სხვა მაგისტრალურ მშენებლობებს, - ამბობს "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე.

ყველა კითხვა, რომელიც კორუფციის მკვლევარებს აქვთ, "პირველებმა" გზების დეპარტამენტს უკვე გაუგზავნა და ახლა პასუხების მოლოდინშია.  

მსგავსი სიახლეები