აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა
აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში (მახალაკიძეებში, ჩანჩხალოსა და ოლადაურში) მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებსა და სპეციალურ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ მოწყობილი.
სოფელ ოლადაურში კი უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევს, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 13 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრიორიტეტია. რეგისტრაციის გარეშე უკანონო სახერხი დანადგარის მონტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ვინაიდან დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აჭარაში გამოვლენილი სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებში გადაიგზავნა. გარემოს დაცვის მიზნით, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას და დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთას“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.