აშშ-ს და ევროპის დამარცხება ისტორიაში სამარცხვინო თავი იქნება - ზელენსკი მოსფლიოს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდებს

04.03.24 12:35
აშშ-ს და ევროპის დამარცხება ისტორიაში სამარცხვინო თავი იქნება - ზელენსკი მოსფლიოს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდებს

ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოებს, დაეხმაროს უკრაინას რუსული ბოროტების დამარცხებაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ოდესაში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. კორპუსებზე მიტანილი იერიშის შედეგად 4 მცირექლოვანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი სამი თვის ჩვილია. 

რუსეთის ყოველ დანაკარგაი ფრონტზე არის ჩვენი ქვეყნის პასუხი რუსულ ტერორზე. მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსული ბოროტების ყველა გამოვლინებას და მოიგერიოს რუსეთის ქმედება. ომი რუსეთისთვის უიმედო უნდა გახდეს. მათ უნდა იგრძნონ, რომ არის ძალა, რომელიც ანადგურებს მათ, ვინც ცხოვრების განადგურებას ცდილობს. თუ ეს არ მოხდება და ამერიკა და ევროპა დამარცხდებიან ირანულ შაჰიდებთან ან რუსულ თითმფრინავებთან, ეს ისტორიაში დარჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თავი, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები