რუსეთში შესაძლოა, ვიკიპედია დაიბლოკოს

04.03.24 13:00
რუსეთში შესაძლოა, ვიკიპედია დაიბლოკოს

რუსეთში შესაძლოა, ვიკიპედია დაიბლოკოს. ახალი აკრძალვების შემოღების შესახებ ცნობა რუსეთის სათათბიროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტმა ტელეგრამზე გააავრცელა. ძალაში შევიდა აკრძალვა „ბლოკირების შემოვლითი გზების რეკლამირების და პოპულარიზაციის შესახებ“. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ ე.წ პროქსი სერვერებით. ამ სისტემებს რუსები ცენზურის გამო იყენებდნენ, რომ შემოვლითი გზით შესულიყვნენ სასურველ ვებ გვერდებზე.

უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგგ რუსეთში მილიონზე მეტი ვებგვერდი დაიბლოკა, მათ შორის სოციალური ქსელები Facebook-ი, Instagram-ი და Twitter.

მსგავსი სიახლეები