ვინ არის პასუხისმგებელი სამტრედია-გრიგოლეთის ახლადაშენებული ხიდის ჩანგრევაზე? - ექსპერტიზის დასკვნა გასაიდუმლოებულია
ვინ არის პასუხისმგებელი სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევაზე? გამოძიება უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, თუმცა ჯერ უშედეგოდ. გასაიდუმლოებულია ექპერტიზის დასკვნაც, რომელიც ხიდის დანგერევის შემდეგ მომზადდა. გზების დეპარტამენტს ინფორმაციაც სრულად აქვს დახურული და თავადაც სრული დუმილის რეჟიმშია გადასული. გზა კი, რომელიც ჯერ კიდევ 8 წლის წინ უნდა დასრულებულიყო, ისევ მშენებლობის პროცესშია.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე 240 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 11 წლის თავზე ირკვევა, რომ, რეალურად, უკვე მილიარდზე მეტია დახარჯული, თუმცა მშენებლობა დასრულებული არ არის და არც არავინ იცის, კიდევ რამდენი მილიონი დასჭირდება პროექტის ბოლომდე მიყვანას. იმ კომპანიისთვის, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს უწევდა ზედამხედველობას, პასუხი არავის მოუთხოვია. უფრო მეტიც, ამ კომპანიას ახლა რიკოთის მშენებლობა ჩააბრეს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.