შეფერხება ქუთაისის აეროპორტში - საქართველოს ეროვნული ნავიგაცია ოფიციალურ მიზეზს ასახელებს

04.03.24 22:46
შეფერხება ქუთაისის აეროპორტში - საქართველოს ეროვნული ნავიგაცია ოფიციალურ მიზეზს ასახელებს

საქართველოს ეროვნული ნავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - უწყება იტყობინება, რომ პრობლემა ელექტროენერგიის არარსებობისა და ტექნიკური ხარვეზის გამო შეიქმნა.

ადგილზე ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს, რათა დროულად გამოსწორდეს მოცემულობა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და  ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ათენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამოფრენილი თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში დაჯდა.  

მსგავსი სიახლეები