ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა

04.03.24 23:31
ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა - უწყების ცნობით, ტექნიკური ხარვეზი სრულად აღმოიფხვრა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ათენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამოფრენილი თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში დაჯდა. პრობლემა ელექტროენერგიის არარსებობისა და ტექნიკური ხარვეზის გამო შეიქმნა.