მემინგენი-ქუთაისის რეისი, მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზით, რუმინეთში ავარიულად დაეშვა
მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა - "ნეტგაზეთის" ცნობით, მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გახდა.
ირკვევა, რომ ბორტზე კონფლიქტი ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქეებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.
პროცესში სამართალდამცველები ჩაერთნენ და მხარეები თვითმფრინავიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.