სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს - კობახიძემ დადგენილებას ხელი მოაწერა

05.03.24 00:02
სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს - კობახიძემ დადგენილებას ხელი მოაწერა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს - ამის შესახებ დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" კანონში უნდა შევიდეს.

ცნობისთვის, სუროგატი დედების მშობიარობას სახელმწიფო 2013 წლის 21 თებერვლიდან აფინანსებდა.

 

მსგავსი სიახლეები