დაკვეთა შესრულებულია - სასამართლო კლანმა "ტვ პირველის" წინააღმდეგ პრემიერის დედის ხანდაზმული სარჩელი დააკმაყოფილა
პოლიტიკური დაკვეთა შესრულებულია - სასმართლო კლანმა "ტვ პირველის" წინააღმდეგ პრემიერის დედის ხანდაზმული სარჩელი დააკმაყოფილა. თამარ ზაალიშვილი "შაბათის ეთერს" ცილისწამებაში და მისი პოზიციის იგნორირებაში ადანაშულებს. არადა, კობახიძის დედას ყალბის დიპლომების გაცემაში თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორი ადანაშაულებდა და ამაზე სტუდენტებიც საუბრობდნენ.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, "შაბათის ეთერის" კითხვებს ზაალიშვილმა არცერთხელ უპასუხა და ამას რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტებიც ადასტურებს.
ამ გარემოებების მიუხედავად, სარჩელი, რომელიც პრემიერის დედამ სასამართლოში კანონდარღვევით შეიტანა, ჯერ კლანის მეგობარმა მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ დააკმაყოფილა, ახლა კი გადაწყვეტილება სააპელეციო სასამართლოში ოთარ სიჭინავამ გამოცხადა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
პროცესის დასრლების შემდეგ "პირველები" ირაკლი კობახიძის დედას ესაუბრა. თამარ ზალიშვილი ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივაციისგან დაცლილია და სამართალი კიდევ ერთხელ აღსრულდა.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად, რითაც ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ აღსრულდა სამართალი. სარჩენი წარდგენილია კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად. ვადაგადაცილება ნამდვილად არ ყოფილა და შესაბამისი ახსნა-განმარტებაც წარდგენილია პირველი ინსტანციის საამართლოში და ასევე სააპელაციო სასამართლოში ჩემს მიერ, - ამბობს თამარ ზაალიშვილი.
"ტვ პირველის" იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი კი ამბობს, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ უკანონოდ შეზღუდა მედიის გამოხატვის თავისუფლება. მიგინეიშილი ასევე საქმეშ არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში სარჩელი სტრასბურგშიც გაიგზავნება.
დღევანდელი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უკანონოდ შეზღუდა მედიის გამოხატვის თავისუფლება და მაუწყებლის ვალდებულება, რომ საზოგადოებას მიაწოდოს საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტი იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული საკითხებთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება იკვეთებოდეს სავარაუდო უკანონობა. რამდენიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი, მათ შორის არის სარჩელის დაგვიანებით შეტანა, ხანდაზმულობის ინსტიტუტის უგულებელყოფა როგორც მოსარჩელეს მხრიდან, ასევე სასამართლოს მხრიდან და როგორც ჩანს, აბსურდული მსჯელობა იამსტან დაკავშირებით, რომ ტვ პირველს უნდა ემტკიცებინა, მოსარჩელე თამარ ზაალიშვილმა როდის ნახა სიუჟეტი, ეს გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც, რაც არის სრულად ალოგიკური. გადაწყვეტილება კანონის დაცვით გასაჩიბ~ვრდება უზენაეს სასამართლოში და საჭიროების შემთხვევაში ეს იქნება საქმე, რომელიც წავა ადმიანის უფლებათ ევროპულ სასამართლოში,- ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ტვ პირველი 5 555 ლარით დააჯარიმა. ამავე ოდენობის ტანხით დააჯარიმა რესპოდენტიც, რომელმაც "შაბათის ეთერში" ისაუბრა.