საბავშვო ბაღის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსი - ყაზბეგის გამზირზე ოლიგარქის ძმის წინააღმდეგ აქცია იმართება
აქცია ოლიგარქის ძმის წინააღმდეგ - ყაზბეგის გამზირზე ადგილობრივები კორპუსის მშენებელობას აპორტესტებენ. იქ ალექსანდრე ივანიშვილმა საბავშვო ბაღი დაანგრია და რამდენიმე სართულიან კორპუსს აშენებს. ოლიგარქისს ძმის მშნებელობა მოსახლოებამ ვერც სამართლებრივი დავით შეაჩერა, ამიტომ ქუჩაში გამოვიდნენ და რეგირებას ითხოვენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ რაც ადგილზე მშენებლობა დაიწყო, მიწისძვრის მსგავსი ბიძგები შეინიშნება. ადგილობრივები ითხოვენ დასკვნას, რათა დარწმუნდნენ, რომ მშენებლობა მიმდიბარე ტერიტორიაზე არსებულ კორპუსებს პრობლემებს არ შეუქმნის.
მშენებლობა დაიწყო 2023 წლის შემოდგომაზე. მე მე14 სართულზე ვცხოვრობ და თვეების განმავლობაშ იყო საშნელი რყევები. თვეების განმავლობაშ ვითხოვთ, რომ გაკეთდეს დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეაფასებს, რომ მშენებლობა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსტან 7 მეტრით არის დაშორებული, არანაირ გავლენას არ იქონიებს. აღარ იცხოვრება, ზანზარებს შენობა, ბზარებია, - ამბობს პროტესტის მონაწილე.