წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

05.03.24 13:48
წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

უწყების ცნობით, დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მსგავსი სიახლეები