ქუთაისის სასამართლოში მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელის პროცესი მიმდინარეობს

02.07.21 22:16
ქუთაისის სასამართლოში  მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელის პროცესი მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ზესტაფონში მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელის, ლევან ზირაქაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმეზე დაკავებულ პოლიციელს, ლევან ზირაქაძეს, გამოძიება იარაღის გადაცემას  ედავება.

დაკავებული სამართლდამცველის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.ბრალდებულის მტკიცებით, ზირაქაძეს მისი კუთვნილი ტაბელური იარაღი სხვისთვის არ გადაუცია და ეს გაუფრთხილებლობით მოხდა.

იარაღი არავისთვის  არ გადამიცია,ოთხი კაცი მცემდა და არ მახსოვს იარაღი  როდის დავარდა. დაუდევრობაა ჩემი დანაშაული,სხვა ბრალეულობა არ მაქვს. ნუ,მომიკლავთ 15 წლის უნახავ დედას", - თქვა პროცესზე ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ვანო ბანცაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება პოლიციელ ლევან ზირაქაძეს ტაბელური იარაღის განზრახ გადაცემას, მის თანმხლებ პირებს კი განზრახ მკვლელობასა და ნივთმტკიცებების განადგურებას ედავება.