ქვეყანა წითელას აფეთქების ზღვარზე - რა რეკომენდაციებს გასცემენ ექიმები?

05.03.24 20:45
ქვეყანა წითელას აფეთქების ზღვარზე - რა რეკომენდაციებს გასცემენ ექიმები?

ქვეყანა წითელას აფეთქების ზღვარზე -  ინფექციის შემთხვევები წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით  გაორმაგებულია, ამიტომ ყველაზე სახიფათო რამდენიმე კვირა  წინ არის.  ქვეყნის შიგნით გავრცელების გარდა, არსებობს უცხო ქვეყნებიდან შემოტანის შემთხვევებიც.  დაინფიცირებულთა შორის ყველაზე ბევრი  მცირეწლოვანი  ბავშვები არიან.  სპეციალისტები აცრის რეკომენდაციას გასცემენ, რადგან წითელას ახასიათებს მძიმე გართულებები, აცრა კი  თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა.  ვაქცინის მარაგი ქვეყანაში არის, მაგრამ  წინა წლების  მსგავსად არ მიმდინარეობს სათანადო საინფორმაციო კამპანია. ამიტომ აცრაზე მოთხოვნა ისევ დაბალია.

ქვეყანა წითელას აფეთქების ზღვარზე - მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები