რატომ არ შემოუშვეს რუსი აქტივისტი საქართველოში? - პუტინის მოწინააღმდეგემ ევროკომისიასა და ევროპარლამენტს მიმართა

06.03.24 12:08
რატომ არ შემოუშვეს რუსი აქტივისტი საქართველოში? - პუტინის მოწინააღმდეგემ ევროკომისიასა და ევროპარლამენტს მიმართა

რუსმა აქტივისტმა მაქსიმ ივანცოვმა, რომელსაც თებერვლის ბოლოს საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას წერილობით მიმართა.

ირკვევა, რომ მას საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვება სურდა, თუმცა მოსკოვში გაგზავნით დაემუქრნენ. აქტივისტი ქვეყანაში არშემოშვებას თბილისში რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვების კამპანიას უკავშირებს.

მე გამომაძევეს საქართველოს ტერიტორიიდან, ეს ყველაფერი მოხდა სასაზღვრო კონტროლის პროცედურების დარღვევით, მინდა მკაფიოდ ამიხსნან, თუ რატომ არ შემიშვეს საქართველოში, რა არის ამის მიზეზი, ჩემ გარდა, ბევრ ანტიპუტინისტს უთხრეს უარი შემოსვლაზე. საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს, ეს არის ქვეყანა, რომელსაც სურს ადამიანის უფლებების დაცვა და ევროპისკენ სწრაფვა, თუ ქვეყანა, რომელსაც თავისი ქმედებებით რუსეთის დახმარება სურს. მინდა, რომ საქართველო იყოს ორიენტირებული ევროპულ ფასეულობებზე, ამიტომ გავაგზავნე მიმართვა ევროკომისიაში და ევროპარლამენტში, რომ ყურადღება მიაქციონ საქართველოში ომის მოწინააღმდეგე და ოპოზიციურად განწყობილი რუსეთის მოქალაქეების არ შეშვების პრობლემას", - ამბობს მაქსიმ ივანცოვი.

მსგავსი სიახლეები