ჩხოროწყუს მერზე ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩხოროწყუს მერზე ძალადობაში ბრალდებულ მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერს, დავით გოგუას, პასუხები მერიიდან გათავისუფლებულმა კაცმა მოსთხოვა.
შემთხვევა ათობით ადამიანის თანდასწრებით მოხდა. "პირველების" ინფორმაციით, საქმე იქამდე მივიდა, რომ გამგებელს და სპორტის განყოფილების ყოფილ უფროსს ერთმანეთისგან ადგილობრივები აშველებდნენ.
არსებობს ვერსია, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება.