ნარკოდანაშაულის მძიმე დეტალები - ვინ არიან დაკავებულები?
მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
მკვლელი ნარკოტიკის რეალიზების ბრალდებით დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ელდარ ხიდოროვი, რომელიც იმ დროს აიყვანეს, როდესაც თბილისის ზღვაზე ნარკოტიკებს აფასოებდა.
მას პროკურატურა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობას ედავება.
შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებულისგან სარეალიზაციოდ გამზადებული 60 და სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული 10, ჯამში 70 შეფუთვად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალებები - ალფა-პვპ, მეფედრონი და მეთადონი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი და 19.260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით, 10-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის წარდგენის მოლოდინშია ბელორუსის მოქალაქე, ილია ბიალოუც, რომელიც რომელიც გამოძიების ინფორმაციით მკვლელ ნარკოტიკს ასაღებდა.
დღეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირია დაკავებული.
შსს-ს ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე სამართალდამცველებმა საქართველოს, ბელორუსის და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს.