ქართველები პუტინის ახალგაზრდულ ფორუმზე - ვინ წავიდა სოჭში?

06.03.24 14:47
ქართველები პუტინის ახალგაზრდულ ფორუმზე - ვინ წავიდა სოჭში?

სოჭში, პუტინის მიერ მხარდაჭერილ  "მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალს" საქართველოდან 35 ადამიანი ესწრება - ამის შესახებ სიას "Эхо Кавказа" აქვეყნებს. 

ირკვევა, რომ სოჭში იმყოფება ლალი მოროშკინაც, რომელიც რუსულ ტელეარხებზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე კომენტარს აკეთებს.

ანა ხოტივრიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე;

იულია კლიუჩნიკოვა - რუსულენოვანი გიდი თბილისში;

ინესა როდინა -საქართველოს სამგზის ჩემპიონი სპორტულ აკრობატიკაში მარნეულიდან.

კარინე არაკელიანი - მასწავლებელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან;

ტატიანა ბალაბანოვა - სოფელ გორელოვკის მცხოვრები; რუსეთში ქართული თემის წარმომადგენლები- წერია სიაში.

ცნობისთვის, ფესტივალი რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერით ტარდება. პროექტი პირველი მარტიდან 7 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს რუსების წინაშე "პრიმაკოვის ფონდი" წარადგენს.

აქამდე, ფესტივალთან დაკავშირებით პუტინმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც "ერთა ძმობა" "რუსეთის საყრდენად და უპირატესობად" მოიხსენია. 

მსგავსი სიახლეები