სკანდალი - ტვირთების გადასაზიდად საჭირო ნებართვები შავ ბაზარში იყიდება? (ვიდეო/დოკუმენტები)
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დიდ სკანდლში ეხვევა - უწყების თავმჯდომარეს, ლევან გამყრელიძეს და მის გარემოცვას კორუფციაში ადანაშაულებენ.
მძღოლები ირწმუნებიან, რომ ტვირთების გადასაზიდად საჭირო ნებართვას სააგენტო თვეებია აღარ გასცემს, რადგან მათი მტკცებით, დოკუმენტი, რომელიც 150 ლარი ღირს, შავ ბაზარზე 400 დოლარად ანუ სამმაგ ფასად იყიდება. ამ სქემის სათავეში კი მძღოლების მტკიცებით, სააგანეტოს თვამჯდორე ლევან გამყრელიძე და მისი ახლო გარემოცვა დგას.
სატვირთოების მძღოლები გამძოიების დაწყებას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დღეს აქცია გამართეს, მძღოლების ნაწილი კი სახალხო დამცველს შეხვდა. ირკვევა, რომ ომბუდსმენის შუამავლობით მძღოლები ფინანსტა მინისტრს შეხვდებიან, რომელსაც ტრანსპორტის სააგენტოს კორუფციულ სქემას გააცნობენ.
სახმელეთოს წარმოამდგენლები არიან, მათი სამეგობრო თუ საახლობლო, არ ვიცი ვინ არიან, ნდობით აღჭურვილი პირები, ვისაც აძლევენ ამ ნებართვებს მესამე ქვეყნის და ისინი ყიდიან 400 და 450 დოლარად. როდესაც ვრეკავთ სახმელეთოში, იქ არ არის არანაირი ნებართვა. წეღანაც ვცადეთ. დღესვე შეგვიძლია და გუშინაც ვცადეთ, ყოველ დღე შეგვიძლია ავიღოთ, ფაქტებიც გვაქვს აღებული, რომელიც შავ ბაზარზე იყიდება ჩვეულებრივად. ათასსამასჯერ დარეკა ერთმა ადამიანმა, რომ ელექტრონულად დარეგისტრირებულიყო. ჩვენს კუთვნილ ნებართვებს ყიდიან, რომელიც ღირს 150 ლარი, 400 და 450 დოლარად, - ამბობს პროტესტის მონაწილე მძღოლები.
"პირველებმა" ექსპერიმეტი ჩაატარა და იმ პირებს დაუკავშირდა, რომლებიც მძღოლების თქმით, აღნიშნულ დოკუმენტებს ყიდდნენ. მათ თქვეს, რომ დღეს საბუთის ყიდვა არავისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება და ამისთვის ხვალ უნდა დავუკავშირდეთ.