ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ
ტყიბულში 200-მდე მეშახტე გაიფიცა. ამ დროისთვის სამი ობიექტია გაჩერებული.
გაფიცულები ხელფასის ფიქსირებულად გაზრდას მოითხოვენ და ბონუსებზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, არსებული კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია, ამიტომ მუშაობა არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელფასების მატების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შეიკრიბება საკონსულტაციო საბჭო და ამის მერე გახდება ცნობილი კომპანიის პოზიცია.