ნატა ფერაძე წერს, რომ სოფელ დიღომში 10-მდე პირი თავს დაესხა
ნატა ფერაძე პოლიციაშია - საქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ მას ორკები თავს დაესხნენ. მისი თქმით, ინცინდენტში 10-მდე პირი მონაწილეობდა.
სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ აგრესიული პირები მას ეუბნებოდნენ, რომ სოფელ დიღომში ვერ დასახლდებოდა და ვერანაირ ბიზნეს ვერ გააკეთებდა.
ფერაძის ინფორმაციით, სოფელ დიღმის ცენტრში საცხობში ღვეზელის საყიდლად იყო შესული, როცა ერთმა პირმა მისი გინება დაიწყო. მას სხვებიც აჰყვნენ.
მისი თქმით, თავდასხმის ინიციატორი მას ფოტოებს და ვიდეოს უღებდა.
სოფელ დიღმის პოლიციაში ვარ, საცხობში შევედით ღვეზელის საყიდლად, დაგვსეიენ ორკები ყვირილით და გინებით, გვაიძულეს გამოგვესწრო უსაფრთხოდ
თავად იღებდნენ ტელეფონით, არ გავრისკე ტელეფონის ამოღება
იმედია პოლიცია ამოიღებს ვიდეოთვალის ჩანაწერებს და იქონიებს რეაგირებას"- წერს ფერაძე.