ვინ ყიდის სიკვდილს საქართველოში? - სპეცოპერაციების სერია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ

06.03.24 20:16
ვინ ყიდის სიკვდილს საქართველოში? - სპეცოპერაციების სერია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ

მარიხუანას სათბურები ხელვაჩაურში - ბელორუსის მოქალაქეს ნაქირავებ ბინაში ნარკოტიკული მცენარის პლანტაციები ჰქონდა გაშენებული. ილია ბიელოუმ დუმილის სტრატეგია აირჩია. გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და არც ადვოკატს აძლევს უფლებას განმარტება გააკეთოს, თუმცა მტკიცებულებები მის წინააღმდეგ სამართალდამცველებს საკმარისზე მეტი აქვთ. 

საქმის მასალების მიხედვით, მას ნარკოტიკები მოჰყავდა, აფასოებდა და ყიდდა. ეს დანაშაული კი 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბიელუსთან  ერთად დაკავებულია რუსეთის მოქალაქეც. 

20 წლიანი პატიმრობა ემუქრება აჭარის კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის  შვილსაც. 20 წლის გოგოს ბრალი დიდი ოდენობით მკვლელი ნივთიერების ონლაინ გაყიდვაში ედება.  პროკურატურის ინფორმაციით,   ბრალდებულმა  მეგობართან ერთად ნარკოტიკები  გასაყიდად  თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში  წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე  დადო, შემდეგ ნარკოტიკი  22 წლის ახალგაზრდასთან ერთად მოიხმარა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოყვა. ამ ამბის გახმაურებისთანავე თამარ გუდავამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ - ნიაური ყველა დეტალით
 

მსგავსი სიახლეები