სავარაუდო თავდასხმა სკოლის მოსწავლეებზე - დააკავებენ თუ არა დირექტორს?
სკოლის დირექტორი, კლასის დამრიგებელი, მანდატურის სამსახური - 58-ე სკოლის ადმინისტრაციის ჩვენებები პოლიციაში დევს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სასწავლებელში მოსწავლეების ბულინგს. სავარაუდო დანაშაულის ერთ-ერთი მტკიცებულება ის ვიდეო ჩანაწერია, რომელიც მოზარდის მშობელმა გამოძიებას მიაწოდა. ამ კადრებში არასრულწლოვანებს შორის ჩხუბია ასახული. თუმცა, მშობლის ინფორმაციით, ჩხუბის შემდეგ ერთ-ერთ მოსწავლეზე ზეწოლა უკვე დირექტორის კაბინეტში გაგრძელდა.
მშობელი ჰყვება, რომ სკოლის დირექტორი ერთ ერთი მოზარდისგან დანაშაულის თავის თავზე აღებას ითხოვდა და ამით ხელს აფარებდა სასწავლო ნაწილის შვილიშვილს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მივიდოდა, თუმცა ამის საშუალება დირექტორს მანდატურმა არ მისცა. ამ ინციდენტის შემდეგ კი მოსწავლე გარკვეული დროის განმავლობაში სკოლაშიც აღარ დადიოდა. მშობლები სასწავლებლის ხელმძღვანელის დასჯას ითხოვენ, თუმცა დირექტორი ამ დრომდე ისევ თანამდებობაზე რჩება.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.