ავარია ჟინვალის გზაზე - ხორბლით სავსე ტრაილერი ამობრუნდა
ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა - ხორბლით სავსე ტრაილერი ამოტრიალდა. როგორც ირკვევა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. დაშავებული არავინაა, მძღოლი პროფილაკტიკური კვლევების მიზნით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით უკვე დაიწყო.