გაზრდილი კრიმინალი აჭარაში - ბათუმში საბურავები დისკებიანად მოიპარეს (ფოტოები)
ბათუმში საბურავები დისკებიანად მოიპარეს - გაზრდილი კრიმინალის შესახებ მოსახლეობა სხვადასხვა ჯგუფებში აქტიურად წერს.
ერთ-ერთი დაზარალებული სავარაუდო დამნაშავეს მიმართავს, რომ მზად არის, მოპარული საბურავები თავად შეიძინოს.
ირკვევა, რომ კრიმინალური ფაქტის შესახებ ინფორმირებულია პოლიციაც.
პოსტის ქვეშ სხვა დაზარალებულებიც გამოჩნდნენ, რომლებიც საკუთარ ავტომობილების ფოტოებს აზიარებენ, სადაც ჩანს, რომ ყველა მათგანს საბურავები მოპარეს, არის ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ ავტომობილს საქარე მინა ჩაუმტვრიეს და გაქურდეს.