მორიგი თავდასხმა ტვ პირველის ჟურნალისტებზე - ფონიჭალაში გადამღებ ჯგუფს ქვები დაუშინეს

03.07.21 20:14
მორიგი თავდასხმა ტვ პირველის ჟურნალისტებზე - ფონიჭალაში გადამღებ ჯგუფს ქვები დაუშინეს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს სოფელ ფონიჭალაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ქვები დაუშინეს. დამტვრეულია ტელეკომპანიის აპარატურა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი ადგილზე სავარაუდო სპეცოპერაციის შესახებ არსებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხებოდა "ოცნების" ადგილობრივი  კოორდინატორის სავარაუდო სპეოპერაციის ფაქტს.