ავარია თერჯოლაში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში - ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი სოფელ სიმონეთთან შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანიც დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.