68 გრამ მეტადონს ინახავდნენ - ცოლ-ქმარი 10 წლით პატიმრობაში გაუშვეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხელვაჩაურის სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო - მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ცოლ-ქმარმა შეიძინეს და შეინახეს 68, 3252 გრამი მეტადონი.
განსასჯელის სკამზე მსხდომ პირებს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით განესაზღვრათ.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარმა, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 68,3252 გრამი მეთადონი (მარილი).
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ". - ვკითხულობთ განცხადებაში.