ავარია აგარა-გომის გზაზე - გარდაცვლილია 16 წლის მოზარდი
ავტოსაგზაო შემთხვევა აგარა-გომის გზაზე - ავარიას სკოლის მოსწავლე, 16 წლის გოგო ემსხვერპლა.
ირკვევა, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთ-ერთი დაღუპულის ძმაა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.