თაღლითური სქემა - გაძარცვული მოქალაქეები "ოცნების" დეპუტატს ადანაშაულებენ

03.07.21 21:22
თაღლითური სქემა -  გაძარცვული მოქალაქეები "ოცნების" დეპუტატს ადანაშაულებენ

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ისკო დასენის შვილების კომპანიის სავარაუდო თაღლითური სქემა - 2017-2018 წლებში კომპანია "ვიპ ტრეიდი" მოქალაქეების კუთვნილ თანხას თაღლითურად ეუფლებოდა. ტვ პირველის შაბათის ეთერთან საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც ფული კომპანიაში დააბანდეს მოტყუებული და ულუკმაპუროდ დანრჩნენ. ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ფულს ვირტუალურ ბიზნესში ადებინებდნენ.უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეები თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდნენ.

კომპანიას, რომელსაც მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ "ოცნების" დეპუტატის ისკო დასენის შვილები, კნიაზ და ტიტალ დასენები  2017 წელს ფლობდნენ, თუმცა საქმის გახმაურების შემდეგ მათ წილები გაასხვისეს და უკვალოდ გაქრნენ. მოქალაქეებმა, რომლებიც თაღლითური სქემის შედეგად დაზარალდნენ, პროკურატურაში არაერთი სარჩელი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე არცერთ მათგანს დაზარალებულის სტატუსი არ მიუღია.

თაღლითობის ერთ-ერთი მსხვერპლი პედაგოგი აზა ჭეიშვილია. მან ბინები დააგირავა და მთელი თანხა საბროკერო კომპანია "ვიპ ტრეიდში" ჩადო. ჭეიშვილი შვილიშვილის სამკურნალო ფულს აგროვებდა.

დაზარალებულთა შორის ასევე არის რეჟისორი მზია მანჯავიძე. მანჯავიძემ კომპანიაში 10 ათასი დოლარი დააბანდა.  

საბროკერო კომპანია "ვიპ ტრეიდი" ეროვნული ბანკის ლიცენზიით სარგებლობს და დღემდე ფუნქციონირებს.